ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

13 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობას დღეიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამდენად, რადგან 8 მარტი ორშაბათი დღე იყო, შესაბამისად დღეიდან შაბათ-კვირის შეზღუდვის გაუქმება რეალურად დღეს ამოქმედდა.

ამ დრომდე ძალაში რჩება 21-საათის შემდეგ ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღია და დახურულ სივრცეში პირბადით გადაადგილების მოთხოვნა უცვლელი რჩება.