დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარაში – 17, იმერეთში – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 165, იმერეთში – 285.
მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 33, იმერეთში – 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 8, იმერეთში – 11.
167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 107 – თბილისში, 54 – აჭარაში, 3 – იმერეთში.
870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გფარდაიცვალა.