დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, იმერეთში – 47.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 714, აჭარაში – 160, იმერეთში – 282.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 87, აჭარაში – 31, იმერეთში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში- 5, იმერეთში – 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 51 – აჭარაში, 9 – იმერეთში.
751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.