სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეწყდეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ძალადობა! – აქცია ქუთაისში

27 თებერვალი, 2021 • ნიუპრესი • 1

შეწყდეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ძალადობა! – აქცია  ქუთაისში

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტ ვახო სანაიას და მასზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.

მათი თქმით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა და ძალადობა, ეს არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებზე, რაშიც პირველ რიგში დამნაშავეები არიან არა პირდაპირი მოძალადეები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტირაჟირებენ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

მათი თქმით, სწორედ ეს უწყობს ხელს ფაქტების პროვოცირებას და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაცვა. აქციის მონაწილეებმა დღესვე მანიფესტს მოაწერეს ხელი.