ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

1 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში, 25-28 თებერვალს ჩატარდა.

ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, შეჯიბრებებში მათგან 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:

პირველი ადგილი: დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე), თემურ ქართველიშვილი (80კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე)

მე-2 ადგილი: საბა ერემეიშვილი. (54კგ. წონით კატეგორია; მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა), დავით მიქაუტაძე. (57 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე)

მე-3 ადგილი -გიორგი ლეთოდიანი. (50 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია).

პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში გაიმართება.

თეგები: სპორტი