დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთში – 57.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 692, აჭარაში – 177, იმერეთში – 276.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 97, აჭარაში – 30, იმერეთში – 69. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში – 12.
149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 36 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 103, ხოლო აჭარაში – 26.
ინფიცირების შედეგად კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა.