ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერი 2008 წლის ომში დაღუპული გმირების დედებს შეხვდა

3 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერი 2008 წლის ომში დაღუპული გმირების დედებს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა.

ქალბატონების – ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.

“დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების, ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.