იმერეთში ინფიცირების ახალი შემთხვევები 20-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 212, საიდანაც 1 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 160, იმერეთში – 241.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში – 106, აჭარაში – 23, იმერეთში – 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში- 2, იმერეთში – 10.
150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 33 – აჭარაში, 9 – იმერეთში.
636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 12 ადამიანი გარდაიცვალა.