დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთში – 48, შემთხვევების დანარჩენი რაოდენობა სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9.
142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 4 ადამიანი გარდაიცვალა.