ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეზღუდვები, რომლებიც 8 მარტიდან იხსნება

7 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

შეზღუდვები, რომლებიც 8 მარტიდან იხსნება

8 მარტიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ეტაპი იხსნება. ხვალიდან შიდა სივრცეში ფუნქციონირებას კვების ობიექტები, ასევე სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები განაახლებს.

გარდა ამისა, ხვალიდან ნებადართული ხდება საცალო-საბითუმო ვაჭრობამ, როგორც სავაჭრო მოლების, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის თქმით, კვების ობიექტებისათვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც შიდა სივრცეში შაბათ-კვირას მუშაობას უკავშირდება, დადებითი დინამიკის შემთხვევაში, მოკლე ხანში მოიხსნება.