სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

8 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთში – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 26, იმერეთში – 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში.

949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ვირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.