ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

9 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 152, იმერეთში – 266. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 115, აჭარაში – 27, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 4, იმერეთში – 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 – თბილისში, 12 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

ვირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.