ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიასთან ფარული ჩანაწერები ხმაურიანი აქციით გააპროტესტეს

9 მარტი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მერიასთან ფარული ჩანაწერები  ხმაურიანი აქციით გააპროტესტეს

ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ფარულ ჩანაწერს აპროტესტებდნენ, ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს.

უარის შემდეგ მერიასთან წარწერის გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცათ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ დაეწერა “ბერა სატანა” და ამ ფორმით გამოეხატათ პროტესტი.

დაპირისპირებამდე მერიასთან აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.