დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 30, იმერეთში – 88.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 663, აჭარაში – 145, იმერეთში – 257.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 111, აჭარაში – 23, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში- 3, იმერეთში – 9.
111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 – თბილისში, 12 – აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ვირუსით ბოლო 24 საათში 12 ადამიანი გარდაიცვალა.