ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი-თბილისის ავტობანი მძღოლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს

11 მარტი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისი-თბილისის ავტობანი მძღოლებმა  პროტესტის ნიშნად გადაკეტეს

ქუთაისში მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ქუთაისი-თბილისის ავტობანი რამდენიმე წუთით გადაკეტეს, თუმცა სამართალამცავებმა გზა მალევე გახსნეს.

მძღოლები ამ წუთებში ავტობანზე რჩებიან, ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ და მოითხოვენ, მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს და მათ შეხვდნენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.