ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევაა

12 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარაში – 20, იმერეთში – 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 20, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 4, იმერეთში – 8.

130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში. 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.