დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარაში – 8, იმერეთში – 58.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 048, საიდანაც: 1 316 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 670, აჭარაში – 135, იმერეთში – 254.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 262 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 19, იმერეთში – 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 74 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში- 4, იმერეთში – 6.
131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 100 – თბილისში, 29 – აჭარაში.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 643 პირი ემსხვერპლა.