ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მომდევნო აქცია თბილისში გაიმართება” – ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

14 მარტი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“მომდევნო აქცია თბილისში გაიმართება” – ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. ჰესის მოწინააღმდეგეებმა ახალი გეგმა გააჟღერეს. მათი თქმით, რამდენიმე ჯგუფი ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებს. ხვალ რიონისხეობაში გადაინაცვლებენ და კომპანიას მუშაობის უფლებას არ მისცემენ. მათი თქმით, არ აპირებენ დესტრუქციულ ქმედებას და ამბობენ, რომ ტექნიკას გზას მშვიდობიანი ფორმებით გადაუკეტავენ. ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი აქცია 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აქციას მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს თუ არ გაიზიარებს, მომდევნო აქცია უკვე თბილისში გაიმართება.