ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

15 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

გაერთიანებული წყალმნომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება ქსელის დაზიანებიდან გამომდინარე დროებით შეეზღუდება

კომპანიის ცნობით, დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოების გამო, 14 მარტის 17:00 საათიდან, 15 მარტის 18:00 საათამდე წყლის მიწოდება ქალაქის ნაწილს დროებით შეეზღუდება – ს. მესხის, ნარსიას, ფიროსმანის და ილია ჭავჭავაძის ქუჩებს, ჯამში, 1500 აბონენტს.

წყვეტის მიზეზი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ს.მესხის მიმდებარედ დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები წინასწარ გაეგზავნათ.