ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა

16 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარაში – 18, იმერეთში – 79.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 711, აჭარაში – 141, იმერეთში – 247.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 21, იმერეთში – 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 3, იმერეთში – 13.

133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.