ქუთაისელი პოლიტიკოსი გოგი წულაია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ძალადობას. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
ცნობილი ხდება, რომ გამოძიება ოპოზიციის ერთერთ წარმომადგენელს სწორედ ძალადობას ედავება და საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, გოგი წულაია პოლიტიკაშია 2004 წლიდან, ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლოს კახა კუკავას პარტიის, “თავისუფალი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.