დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 190 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 67.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 352, საიდანაც: 1 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 727, აჭარაში – 155, იმერეთში – 246. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 123, აჭარაში – 20, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში- 4, იმერეთში – 12.
154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 121 – თბილისში, 26 – აჭარაში. 1 786 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.