სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

21 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, იმერეთში – 43.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 149, იმერეთში – 284.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში – 127, აჭარაში – 25, იმერეთში – 77.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 5, იმერეთში – 11.

76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა.