დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთში – 84.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 728, აჭარაში – 155, იმერეთში – 276.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში – 139, აჭარაში – 24, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 3, იმერეთში – 12.
179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 – თბილისში, 35 – აჭარაში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.