ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

23 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამდიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა.

COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. მედპერსონალის იმუნიზაცია 15 მარტს დაიწყო.

22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, “კოვიდ-19-ის” საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3 843 წარმომადგენელია აცრილი.