სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 51 დაფიქსირდა

24 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 51 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა – 29, იმერეთში – 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 718, აჭარაში – 161, იმერეთში – 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში – 135, აჭარაში – 25, იმერეთში – 73.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში – 61, აჭარაში – 3, იმერეთში – 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 – თბილისში, 40 – აჭარაში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, ხოლო აჭარაში – 94.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.