კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია.
ვაქცინის 29 250 დოზა, პირველ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ტრანსპორტირდება.
Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
კონკრეტულად მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, მათ ექნებათ საშუალება AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანი გააკეთონ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.