ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცაგერის სოფლების დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სპეციალურმა ტექნიკამ მუშაობა შეაჩერა

25 მარტი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ცაგერის სოფლების დამაკავშირებელ გზაზე,  სადაც მეწყერი ჩამოწვა, სპეციალურმა ტექნიკამ მუშაობა შეაჩერა

მესამე დღეა ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. სოფელ ღუშში ათი ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სოფლების დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზაზე გადაადგილება სახიფათოა.

ადგილზე სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობდა, თუმცა დიდი მასის ჩამოწოლის გამო მუშაობა შეწყვეტილია.

ადგილზე იმყოფება მხარის გუბერნატორი და ცაგერი მერი. მათი ინფორმაციოთ, მოსახლეობას პროდუქტს და მედიკამენტებს აწვდიან.