ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო 4 კლინიკა თბილისში შეირჩა.
“ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
“შემოვიდა 29 500 ცალი, რაც გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე.