სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

25 მარტი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე  მოძრაობა აღდგა

ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მხარის რწმუნებული პარმენ მარგველიძის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გაჩერდება იმისთვის, რომ მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღონ.

“მეწყერმა ასევე ჩაკეტა ორი სოფლის – ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა. ათი ოჯახი გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება სოფელ ლაილაშში, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი. როგორც კი გამოიდარებს, შემოვლითი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება”- განაცხადა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია სამი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად დაიწყო. მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.