დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 203 შემთხვევა, აჭარა – 26, იმერეთი – 64.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც: 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 177, იმერეთში – 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, მათ შორის, თბილისში – 143, აჭარაში – 29, იმერეთში – 67. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში – 56, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა.