დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთში – 69.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში – 2, იმერეთში – 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 – თბილისში, 30 – აჭარაში.
2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.