ხვალ, 28 მარტს გლდანის ციხესთან პოლიტიკოსი გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსურველები აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.
“ვისაც ეჭვი არ ეპარება გოგი წულაიას სიმართლეში გელოდებით ყველას 28 მარტს 14:00 საათზე გლდანის ციხესთან დავუდგეთ გვერდში ბატონ გოგის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში !”-
შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.
პოლიტიკოსი, რომელსაც გულის უმძიმესი ოპერაცია აქვს გადატანილი და ძშაქრიანი დიაბეტი აქვს, მეცხრე დღეა საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს