ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 37 დაფიქსირდა

28 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან  იმერეთში 37 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთში – 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 778, აჭარაში – 192, იმერეთში – 295.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 29, იმერეთში -71.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 – თბილისში, 30 – აჭარაში.

2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 751 პირი ემსხვერპლა.