ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა

29 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 84 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 5, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 080, საიდანაც: 1 653 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 797, აჭარაში – 201, იმერეთში – 301.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 327 პირი, მათ შორის, თბილისში – 149, აჭარაში – 32, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში – 2, იმერეთში – 6.

200 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 161 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 765 პირი ემსხვერპლა.