ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67 დაფიქსირდა

30 მარტი, 2021 • ნიუპრესი • 1

კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 770, აჭარაში – 208, იმერეთში – 289.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 35, იმერეთში -76.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში – 2, იმერეთში – 6.

214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 – თბილისში, 30 – აჭარაში.

2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 773 პირი ემსხვერპლა.