დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც:
1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 791, აჭარაში – 229, იმერეთში – 271. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში – 141, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში – 45, აჭარაში – 2, იმერეთში – 6.
265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 – თბილისში, 65 – აჭარაში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 10