ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთვევაა

3 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 56, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 824, აჭარაში – 239, იმერეთში – 292. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 337 პირი, მათ შორის, თბილისში – 142, აჭარაში – 36, იმერეთში -81.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 5. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 75 – აჭარაში.

3 405 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 109, ხოლო აჭარაში – 11.

ვირუსს ქვეყანაში კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა.