ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს, 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 მარტს 82 წლის გახდა.
მწერალი ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
გურამ დოჩანაშვილი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”
ასევე, მიკღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი; ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და…“.