რიონის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მომოხდა. ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევა ედება.
დაპირისპირება დღეს ადგილობრივებსა და სამართალდამვცველებს შორის ხეობაშინ ნამახვანჰესის სამუშაოების განახლებას მოყვა. ადგილზე “ენკას” ახალი დირექტორი ლომინაძე ჩავიდა, რომელიც ადგილობრივებს შეხვდა.