ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ორი ბიძაშვილი მოკლა და მიიმალა

4 აპრილი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბოში კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ორი ბიძაშვილი მოკლა და მიიმალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში მკვლელობა მოხდა. ადგილობროვების ინფორმაციით, ბიძაშვილმა ორი ბიძაშვილი მოკლა.

გარდაცვლილები ძმები არიან. როგორც სოფელში აცხადებენ, გარდაცვლილებს დამნაშავესთან ორი დღის წინ კონფლიქტი ქონდათ, დღეს კი მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

34 და 35 წლის ძმები ადგილზე დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე გაქცეულია.

ადგილზე სამართალდცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.