ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

5 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

დასავლეთ საქართველოში, 5 აპრილს, დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.