ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება

6 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება

წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება, – სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

ამავე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.