საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერს გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს, იგი თვითიზილაციაშია და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.