დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 68.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც: 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 954, აჭარაში – 304, იმერეთში – 323.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში – 38, აჭარაში – 3, იმერეთში – 10.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.