დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 50.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 044, აჭარაში – 329, იმერეთში – 313.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 179, აჭარაში – 36, იმერეთში -66.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში – 46, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 – თბილისში, 113 – აჭარაში.
4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი ემსხვერპლა.