ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში 10 აპრილი გლოვის დღეა. 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრემიერ-მინისრეის განკარგულების თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლის მცდელობისას 4 ადამიანი მდინარე ენგურში დაიხრჩო, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას საგუშაგოს გვერდის ავლით ცდილობდნენ.