რიონის ხეობაში გადაადგილების მცდელობის გამო დაკავებული აქტივისტი თავისუფალია. ლაშა ქუთათელაძის საქმეზე სასამართლო დისტანციურად გაიმართა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, მოსამართლემ დაკავებული სამართალდამრღვევად არ ცნო, რადგან 173-ე მუხლის შესაბამისი გარემოებები არა გამოიკვეთა, რის გამოც საქმის წარმოება შეწყვიტა.
ლაშა ქუთათელაძე გუშინ დააკვეს, მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად. დაკავებული აქტივისტი გუშინდელის შემდეგ პოლიციის იზოლატორში იმყოფებოდა.