დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთში – 47.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა.