სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიონის ხეობაში სამაშველო ოპერაციაში 100-მდე მაშველი და 10-მდე ნავია ჩართული

11 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1

რიონის ხეობაში სამაშველო ოპერაციაში 100-მდე მაშველი და 10-მდე ნავია ჩართული

რიონის ხეობაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ხელს უამინდობა უშლის. ხეობაში წვიმაა და ნისლიანი ამინდია. ადგილზე იმყოფება იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მისი განცხადებით მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო პროცესში 100-მდე მაშველი მონაწილეობს.

რწმუნებულის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების დაკარგული მამაკაცის პოვნამდე გაგრძელდება.

„წუხანდელის შემდეგ, სამძებრო-სამაშველო სამუშაო მიმდინარეობს. დაახლოებით, 100-მდე მაშველია ამ პროცესში ჩართული, 15 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე. 10-მდე ნავი მუშაობს, ძებნაში ექოლოტიც არის ჩართული. ჩამოყვანილია ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქიდან“, -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, სოფელ ნამოხვანში მამაკაცი ადიდებულ მდინარეში გუშინ გადახტა. საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.